Miyvarxar (Karaoke) - სოსო მიქელაძე - მიყვარხარ (კარაოკე)
ტექსტი ჩართეთ კატეგორიით "სუბტიტრები". გისურვებთ სასიამოვნო დროის გატარებას! ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია სტუდია: ჯგუფი "ძმები", 2016 წელი, აპრილი. Written by: Soso Mikeladze Arrangement: Beka Gabunia გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/SosoMikeladze Soundcloud: https://soundcloud.com/sosomikeladze-1 My site: https://sosomikeladze.wordpress.com სიმღერის ტექსტი: http://wp.me/p2yRJ1-1Rm https://www.youtube.com/watch?v=LkBmbILxc-s Miyvarxar - Soso Mikeladze - მიყვარხარ - Люблю тебя - სოსო მიქელაძე "მიყვარხარ" შენ რომ შემომხედავ ინთება სანთელი გულისა, სიამის ჟრუანტელს მიჰყვება ფიქრების სიმშვიდე, წარსულის ტკივილებს მავიწყებს უტკბესი სულის ხმა, შენი მოფერება, სიტყვა და ამბორი მამშვიდებს. სულ ერთად მოვდივართ და ერთად ვზეიმობთ სიცოცხლეს, ეს გული მაგ შენს გულს ჩონგურის სიმივით ეწყობა, მარად და ყველგან სუნთქვაში გაზაფხულს მიცოცხლებ, რამდენი გელოდე და რა მალე მოვიდა ერთობა. მისამღერი: მიყვარხარ – ჩვენს მზეს და სიცოცხლის სინათლეს ვფიცავარ, მიყვარხარ – ჩემი არსებობის უსაზღვრო სივრცე ხარ, მიყვარხარ – უფსკრულის პირასაც ვიტყვი, რომ მიყვარხარ, მიყვარხარ – მიყვარხარ, ჩვენს მზეს და ყველაფერს ვფიცავარ. შენ ჩემი შვილების უტკბესი სამყარო მაჩუქე, და ჩემი მარცხიც და მიღწევაც ღირსებით ატარე, გულში რომ გიხუტებ, ცასა და ვარსკვლავებს გავყურებ, გახსოვს ტალღებს რომ ვუთვლიდით გადარეულ მდინარეს. ჩვენი სიყვარულით რამდენჯერ დავანთეთ ცისკარი, მადლობა რამდენი შევწირეთ უფალს და ერთმანეთს, ყოველთვის ვიცოდი ამ გრძნობის სადარი არ არის, და რომ ვერ აიტანს იგი ვერც ზღუდეს, ვერც სამანებს. მისამღერი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ © საავტორო უფლებები დაცულია გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას; ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!! ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია! ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში. ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.
Название:
Miyvarxar (Karaoke) - სოსო მიქელაძე - მიყვარხარ (კარაოკე)
Категория:
Разное